Is mainc arsebobs 😀

Published in: on დეკემბერი 10, 2008 at 8:45 PM  კომენტარის დატოვება  

ღიმილით დაწყებული..

2 დღიანი სახის ხოკვითი პროცედურის გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც უფროსმა დამირეკა..
შეძლებ ლუდას დაეხმარო ბარშიო?
ნუ ეხლა შეძლებით კი შევძლებდი მარა რამდენად მინდოდა ბარში მუშაობა როდესაც სტუმრად “ჯაან ხალხი” გვყავდა ეგ მეორეა..
ისევ ჩემს “დეპრესიულ შემოტევაზე” გამარჯვება ვარჩიე და დავთანხმდი..
არც ანაზღაურება იყო განსაკუთრებით მომხიბვლელი..
და საერთოდ არც მეგონა თუ იმ საწყალ გოგოს ასე ცოტას უხდიდენ..
ნუ ჩისტა კოლეგიალობა იყო ალბათ ის რომ რაღაც სტავკა არ დაურეხვა უფროსს..

მოკლედ მივედი..
არც ისე კარგ ხასიათზე ან უფრო საშინელზე..
ასეთივე ხასითზე დამხვდენ უფროსი და ადმინისტრატორი..
ყველაზე სასაცილო ისაა რომ ბარის მაგივრად სამზარეულოში აღმოვჩნდი თავიდან სადაც ყველაფრის ორგანიზებულად ლაგება მე მომიწია და სანამ ხელი არ გავანძრიე სრული ქაოსი იყო..
შემდეგ ავედი ზემოთ და მაგიდებიდან დაწყებული მენიუთი დამთავრებული ყველაფერი მე ვალაგე..
ტორტიც მე დავჭერი ..
წარმოიდგინეთ რა..
არადა უხხხ..
ახლაც ვცოფდები ..
მაგრამ რა მექნა..
ის ჩემი წოწინკა ლუდაჩკა 2 საათი მოუნდა 6 ჭიქა ყავის მოდუღებას..
ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცეოდა არ მეგონა..

ერთი მომენტი გავჭედე, ვუყვირე და დარბაზში ჩავედი..
დებილი გაბუსული ბავშვივით ვიჯექი..
თავში სრული ქაოსი მქონდა..
ადმინისტრატორმა ერთი 10ჯერ მითხრა ზემოთ ადიო..
კინაღამ ვუკივლე “მე რომ მხედავს არაფერს აკეთებს და იქნებ მარტო გაინძრესთქო..”
მაგრამ ადმინისტრატორია როგორ შეიძლება..

უცებ სცენისკენ გავიხედე და ..
ო როგორ ძალიან მაღიზიანებდა ის ადამიანი..
ახალია, პირველად ატარებდა B.D events ..
ვერ ვიტყვი რომ ცუდათ გამოსდიოდა,პირიქით..
ჩემს გაღიზიანებას შური არ ერქვა..
უბრალოდ ვუყურებდი და ტვინში სულ სხვა ადამიანი მიტრიალებდა ვინც მის მაგივრად უნდა მდგარიყო..
ხოდა მიტყდებოდა მაგრად..
ძლივს შევეგუე იმ ტიპსაც..
თავიდან სულ ვკინკლაობდით..
მაგრამ ბოლოს მაგრად გვერდით დამიდგა..
ერთადერთი სტიმულს ვინც მაძლევდა და მაიძულებდა გამეღიმა ეგ იყო..
ახლა კი..
უFF..
ეს ვიღაც..
ხოდა ვცოფდებოდი..

მერე ავდექი და სიგარეტის მოსაწევად გავედი..
უცბად თავზე ვიღაც წამომადგა ვიგრძენი მარა თავი არ ამიწევია..
“3 საათია გიყურებ და ერთი არ გაგიღიმია”..
თავი ავწიე და ის .ჩვენი ახალი თანამშრომელი..
“რას ვიზავთ , არ ვარ ხასიათზე ალბათ”.. ვუპასუხე,სიგარეტი ჩავკალი და ავდექი..
მისკენ უკვე ზურგით ვიდექი, თან საკმაოდ დიდ მანძილზე რომ
” არადა მე შენთან ღიმილით დაწყებული ურთიერობის იმედი მქონდა”ო მითხრა..
ყურადღება არ მიმიქცევია..
ისევ ჟორიკა გამახსენდა და დავიგრუზე უარესად..

ბარში ავბრუნდი რაღაცეები გავაკეთე და უცებ mya – case of the ex..
ჩვენთან ვინც მუშაობს ყველამ იცის რომ მე ამ სიმღერაზე როგორც არ უნდა ცუდათ ვიყო დარბაზში შევრბივარ, სცენაზე ავდივარ და ვცეკვავ..
ხოდა გამიჩალიჩეს მგონი : ))
შუა ცეკვისას გავაცნობიერე რომ ჩემს გვერდით მომღიმარი ზურა ცეკვავდა..
თან რა მაგრა ცეკვავდა იცით?!ცეკვა ყველაზე მაგარი რამეა..
სიგიჟემდე მიყვარს..
მითუმეტეს როდესაც ორივე ადამიანს ეტყობა რომ ცეკვავს გულით და არა სხეულით მათ არ ჭირდებათ საურთიერთობო ენის გამონახვა..
არ ჭირდებათ ღიმილი..
სიტყვები და ასე შემდეგ..
ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ..
ახალისებენ..

სათაურად კი მიწერია ღიმილით დაწყებული მაგრამ არა..
ჩემი და ზურას იმედია რომ მეგობრობა და არა უბრალოდ კარგი თანამშრომლობა ცეკვით დაიწყო..

Published in: on დეკემბერი 8, 2008 at 9:30 AM  კომენტარის დატოვება  

ცუდია როდესაც გრძნობ რომ ადამიანს ne to 4to კიდიხართ შენ და შენი გრძნობები..
არამედ სძაგხართ..
ძალიან ცუდია..
თან მითუმეტეს როცა ამას გაგრძნობინებს..

ვზივარ და კბილებით მიჭირავს ცრემლები..
თან ვითომ ვცანცარებ ლა ლა ლა და რაღაც იდიოტიზმები..
მაგრამ ამავდროულად არაფერი..
და ცრემლით სავსე თვალები..
რომელიც არც გადმოდის და არც თავს მანებებს..

Fuck..

Published in: on დეკემბერი 2, 2008 at 11:01 AM  კომენტარის დატოვება  

ჩაკეტილი ზარდახშა

ამას წინათ გადავწყვიტე რომ ჩემი ბლოგისტვის ცოტა სტილი შემეცვალა და ჩემს გარშემო არსებულ ადამიაენბზე მეწერა..
გადავწყვიტე და გადაწყვეტილება იმ შეუსრულებელ ათასობით გადაწყვეტილებას შეუერთდა რასაც საერთოდ ვფიქრობ რომ უნდა გავაკეტო და თავს ვერ ვაბავ ხოლმე..
ეხლაც ვზივარ და ბევრი რამის თქმა მინდა..
ჩემ გოგოებზე მინდა ვწერო,მინდა მათ მივმართო რაღაც რაღაც ისეთები ვუთხრა რაც ჯერ კიდევ არასოდეს მითქვამს მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ფაქტი ისაა რომ ვერ ვწერ..
ხადახან საშინლად მომაბეზრებლად ბევრს ვლაპარაკობ..
არადა ვერსაოდეს ვაბამ თავს იმის თქმაც რაც რეალურად ყველაზე მეტად მინდა..
ისიც ვიცი რომ თუ მეგობარს ვერ ვეუბნები სხვა ვის რა უნდა ვუთხრა ..
მაგრამ აი ..
ასეტი იდიტიზმამდე მარაზმატიკულ გავხდი ბოლო 2 წელიწადში..
მანამდე ყველაფერი სხვანაირად იყო..
არადა მანამდე არ მყავდენ რეალურად ის ადამიანები ვინც იქნებოდენ იმის ღირსი რომ მათთან ბოლომდე რეალური ვყოფილიყავი..
არც იმის რირსები იყვნენ ისე გადავყოლოდი როგორც გადავყევი..
ეხლა კი..
არ ვიცი რა მჭირს..
იქნებ მეშინია..
იქნებ იმდენჯერ ვატკინე საკუთარ ტავს გული რომ უკვე ვეღარ ვხსნი იმ ზარდახშას სადაც ჩემი მეორე მე გადავმალე..
სადაც ზუსტად ის მეორე მე გადავმალე რომელიც ბევრად მჯობია..
რომელიც ბევრად მისაღებია ჩემტვისაც და სხვებისთვისაც..
ბოლო დროს ერთ ძალიან კარგ ადამიანს დაუახლოვდი..
რაღაცნაირად კარგად ვარ მასთან..
უფრო კი ის ფაქტი მახარებს რომ ვგრძნობ თითქოს ზუსტად იმ ზარდახშასთან დგას სადაც ის ჩემი რეალური მეა..
მასთან სულ სხვანაირი ვარ..
და ალბათ ვინმეს რომ ჩემზე საუბარი დაუწყოს და მოუყვეს ის თუ როგორი ვარ მასთან არავინ დაუჯერებს იმიტომ რომ თითქმის აღარავის ახსოვს ის ძველი მე..
მარიამი მენატრება..
ამ ბოლო დროს რაღაც აგვერია..
კიარადა ზაფხულის მერე სულ ირევა-ლაგდება ლაგდება-ირევა და ასე დაუსრულებლად..
არადა როგორი დიდი სიმაოვნებით ვიქნებოდი მასთანაც ის რაც ვარ..
არ დავიწყბდი ეგოისტურად მოთქმას და გოდებას..
არ ვაქცენტირდებოდი საკუთარ პრობლემებზე..
არ და ბევრი არ..
აი უბრალოდ როგორც ზველად ვნახავდი დავჯდებოდი და მოუსმენდი..
მერე გამოსავლის ძიებას დავიწყებდი..
მერე კი შევეცდებოდი ჩემში დაგროვილი სითბო დამეტოვებინა მასტან და წამოვსულიყავი მანამდე სანამ კიდევ არ დავჭირდებოდი..
ერთი ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე “რასაც არ მოუფრთხილდები, ყველაფერმა გატრუხება იცის”ო..
იქნებ მასე დაგვემართა..
იქნებ ვერ მოუფრთხილდით სათანადოდ..
ან იქნებ არც..
არც ის ვიცი ამას რომ წაიკითხვას რა რეაქცია ექნება..
იქნებ გაღიზიანდეს კიდეც..
ან უფრო სორს გადგეს ჩემგან..
მაგრამ რაღაც უნდა მეთქვა..
სულ ცოტა უნდა ამომელაგებინა იმ ჩაკეტილი ზარდახშიდან თორემ ვეღარ იტევს..
სხვებზეც მინდოდა მეწერა მაგრამ არ ამომდის..
ეს ეტყობა ყველზე მეტად მოაწვა გულს..
იმედს ვუტოვებ საკუთარ თავს რომ ის დროც მოვა როცა სკივრს თავს ავხდი და ყველაფერს,სულ ყველაფერს ამოვალაგებ..
ეხლა კი?
არაფერი..
ისევ ვდუმ..
აქ ხომ უკვე ბევრი რამე წერია..

Published in: on დეკემბერი 2, 2008 at 8:52 AM  კომენტარის დატოვება  

brbb


1 თვე ..
სულ რაღაც 1 თვე და..
ზიზია მწუანე ნაძუის ხე..
ბევრი ბევრი საჩუქარი..
ღიმილი..
მილოცვები..
ახალი მიზნები ახალი სურვილები..
ახალი მე..
და ახალი..
ახალი ფიქრები..
აზრები..
გაუაზრებელი ნაბიჯები..
არ ვიცი რა მინდა..
არ ვიცი რატომ მინდა..

კიარადა ..
ამ ბოლო დროს ერთი ადამიანი ამოვიჩემე..
აი ისე მეგობრებიდან რო ვიცი ხოლმე რომელიმეს ამოჩემება და სულ იმას რომ ვეკონტაქტები და ვუბურღავ ტვინს მთელი კვირა..
ხოდა ესეც ამოვიჩემე..
ვთხოვე გნახავთქო..
მაგრამ მაწყენინა..
შეიძლება არც უნდოდა მაგრამ მასე გამოვიდა და მე მეწყინა..
არადა რატომღაც ძალიან მინდოდა მისი ნახვა..
ალბათ ასე არასოდეს მდომებია მასთან საუბარი..
პრინციპში როდის უნდა მომნდომებოდა..
მაგრამ მაგაზე აქ არ მინდა..
ხოდა მოკლედ მეწყინა იმდენად და აი რაღაცნაირად დავიგრუზე..
კომპლექსი ამკიდათქო რო ვთქვა ცოტა მძიმედ გაიჟრერს მარა მასეა..
იმ დღის მერე მიჭირს მისთვის იმის თქმა რომ ნახვა მინდა..
და არც ვიცი როგორ ვუთხრა..
იმისიც მეშინია რომ ისევ შუა გზაზე რამემ არ მოუაროს და სრულიად მარტო არ აღმოვჩნდე სადმე მის მოლოდინში..
არა უპასუხისმგებლო და უყურადღებო ნამდვილად არაა..
მაგრამ აი არვიცი..
ხოდა ვზივარ და..
ანდაც არაფერი..
აი პროსტა ვზივარ..

Published in: on დეკემბერი 1, 2008 at 11:19 AM  კომენტარის დატოვება  

სიცხე მაქვს..
მთელი დღეა გაბუსხული ვწევარ..
ხან ვდგები და ცხელ ყავას ან ჩაის ვიმზადებ და ისევ ვწვები..
თავბრუ მეხვევა და გაბრუებული ვარ..
სიგარეტს მგონი მართლა ჯობს თავი დავანებო..
იმიტომ რომ საკმარისია მოვწიო ვგრძნობ რომ ცუდათ ვხდები..
გული მიჩქარდება და უარესად ვბრუვდები..
თან გუშინ საღამოთი უკვე ისიც კი მომეჩვენა რომ რაღაცნაირად სხვა გემო აქვს და გამიკვირდა ამას როგორ ვეწევითქო..
მუცელი მეწვის გუშინ საღამოდან ..
აი თითქოს მაწვება რაღაც შიგნიდან და მეწვის..
ბრმანაწლავიც ხან გამივლის ხან არა..
მოკლედ მარტივ მამრავლებად არვიცი რამდენად მაგრამ აშკარად დავიშალე ნაწილებად..
როცა ფიზიკურად ცუდათ ვარ ჩემთან ურთიერთობა ძალიან ძნელია..
აუტანელი ვხდები..
რაც უკვე გამოვავლინე ამ ბოლო 2 -3 დღეში..
ნიკას ნერვულ უჯრედებს რაღას ვერჩი ნეტავ..
დღეში მილიონ თემას ვნახულობ საჩხუბარს ..
და თან ეს მილიონივე თემა უაზროა..
გუშინ ღამეც მომიარეს და გავიბუტე..
ბუზღუნის ხასიათზე ვიყავი..
და მინდოდა რომ “უწი-პუწი” და მსგავსი იდიოტიზმები ეთქვა და უცებ ავბუზღუნდი და ხმა არ გამცე,გაგებუტეთქო..
ნუ ეხლა ის იასნად ვერ მიხვდა რა ჯანდაბა მინდოდა..
ის კიარადა მე ვერ მივხვდი..
ხოდა ერთი კი მკითხა..
“მართლა გამებუტეო?”
და თანხმობა რო მიიღო..
ვსო შენც არ მომიკვდე..
ისე დამიკიდა..
დღეს მთელი დღეა არ გამოჩენილა..
მე კიდე ვზივარ ეს სიცხიანი და უარესად ვბუზღუნებ..
ვბოდავ ეხლა რაღაცეებს ხო?
არაუშავს სიცხე ვის არ ქონია..
მარა ნიკუშა მენატრება :შ

Published in: on ნოემბერი 20, 2008 at 2:01 PM  კომენტარის დატოვება  

Why u always make me shout at u? :((

What i haven’t gave enough..

Oh just shut and fuck up..

But..

I don’t want to go on..
Living in this world without u..
:((

Published in: on ნოემბერი 19, 2008 at 9:57 PM  კომენტარის დატოვება  

უბრალოდ მეტირება..
მეცრემლება..
ამემღვრა თვალები..
ვეღარ ვარჩევდი ბოლოს რა მომწერე..
არც მინდოდა წაკითხვა..
ერთადერთი ხარ მგონი ვინც ამბობს რომ ცივი და უყურადღებო ვარ..
მატკინე..
ძალიან მატკინე..

Published in: on ნოემბერი 18, 2008 at 11:56 AM  კომენტარის დატოვება  

6is 15cutia..
Ar medzina..
Jer xom mxolod 6is 15cutia..
Fanjara minda gamovago..
Gamovago da friiii..

Koveli fanjris gagebis shedegad otaxi sigaretis sunad mdzimdeba..
Ra susti var..
Ra mshishara var..
Magram gpirdebit rom ert dgesac viscavli frenas

Published in: on ნოემბერი 14, 2008 at 1:14 AM  კომენტარის დატოვება  

21 წლის ბოლო ჩანაწერი..

არ მინდა 9 ნოემბერი..
არ მინდა დაბადება..
არ მინდა სიხარული..
არავინ არ მინდა..
არაფერი არ მინდა..

ძალიან ვეჩხუბე..
სულ ძალიან..
ვატკინე..
ხო ვატკინე..
ტიროდა..
ცრემლებს ვერ იკავებდა..
მე კი უგულო უნამუსო არსებასავით ვიდექი და მეღიმებოდა..
მეამაყებოდა..
რამდენი გააკეთა ჩემთვის..
ძალიან ბევრი..
დაუნახავი არარაობა ვარ..
და არავინ არაფერი არ მითხრათ ..
სულ არავინ..
მე დღეს ვიძინებ..
ვიძინებ იმედით რომ არ გამეღვიძება..
იმდენი ვწყევლეთ ორივემ ჩემი დაბადება იქნებ ამიხდეს კიდეც..
რა იქნება ამიხდეს რა..

როგორ როგორ მეზიზღება ჩემი თავი..
ძალიან მეზიზღება..
დროზე დამეძინოს ოღონდ..
დამეძინოს და მორჩეს ყველაფერი..

აღარ ეტკინება..
ან იქნებ უფრო მეტადაც..
მაგრამ ბოლო ტკივილი იქნება..
ჩემი უგულობის ბოლო შედეგი..

მეზიზღები ნოემბერო..
მეზიზღებიიი!

Published in: on ნოემბერი 8, 2008 at 3:13 PM  კომენტარის დატოვება